ბიჭი ავარიის გამო შექმნილ საცობში იდგა, როცა შეატყობინეს, რომ იმ საგზაო შემთხვევას მისი შეყვარებული შეეწირა

loading...

23 წლის კრისტიან მიკოლაიჩიუკი ვუსტერშირიდან (ინგლისი) დილის საცობში გაიჭედა. ეს უსიამოვნო მდგომარეობა პოლიციის ერთმა ზარმა ნამდვილ კოშმარად აქცია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

სამართალდამცველმა კრისტიანს შეატყობინა, რომ მისი მეგობარი გოგო, 24 წლის სორინა გეორგე სწორედ იმ ავარიას ემსხვერპლა, რომლის გამოც ეს საცობი შეიქმნა.

image: https://static.life.ru/6d55e39ee78cfe70d93c8234d24f4f3b__980x.jpg

სორინა იმ გზით დილით სამსახურში მიდიოდა, როცა მას ჯიპი დაეჯახა. გოგონას მისახმარებლად ხალხი მივიდა, თუმცა, საცობის გამო სასწრაფო დახმარებმა შემთხვევის ადგილამდე დროულად ვერ მიაღწია.

ჯიპის სამი მგზავრი არ დაშავებულა. ისინიც, სხვებთან ერთად ცდილობდნენ სორინას გადარჩენას.

image: https://static.life.ru/45250df7aa2d60bbfb7bc64629076ae8__980x.jpg

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*