არასრულწლოვანი გოგო ზის ტაქსიში და მის წინ მძღოლი მასტურბირებსდღესაც კი ვერ გამოსულა შოკიდან.-რა ხდება საქართველოში

loading...

სექსუალური შევიწროება – უზრდელობა თუ კანონდარღვევა?

“გუშინ ვარაზისხევზე ჩავედი, მარტო მივდიოდი და მიწისქვეშა გადასასვლელში კაცი იყო, უცებ ამოიღო ასო და ჩემსკენ წამოვიდა…” “სახლში გვიან ვბრუნდებოდი, სადარბაზოსთან ვიღაც ტიპი იყო, რომ დამინახა გამიცინა და ონანიზმით დაკავდა..” – თსუ-ში ვსწავლობდი და მსგავსი ისტორიები ყოველდღე მესმოდა. სტუდენტი გოგონებისთვის ვარაზისხევის მიწისქვეშა გადასასვლელი შიშის 2 წუთი, ყოველდღიური შიშისა და სტრესის 2 წუთი იყო.


3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული.სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ თქვენს მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას.

თუმცა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაჯარიმებას, გამოხატვის თავისუფლების სახელით ეწინააღმდეგებიან და ლამის დიქტატურის მომხრებაად შეგვრაცხონ ყველა, ვისაც გვინდა, რომ გოგონებმა სკოლიდან ან უნივერსიტეტიდან სახლამდე მიმავალი გზა შიშისა და დაუცველობის საშინელი განცდის გარეშე გაიარონ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ძალიან ბევრი გოგო ყვება და ყვებოდა, მაგალითად, ვარაზისხევის მიწისქვეშა გადასასლველზე, დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სულაც ერთი ადამიანი იყო, რომელმაც ათასობით გოგოს მიაყენა ტრავმა, იმიტომ, რომ მისი ქმედება არ ისჯებოდა და თქვენ გინდათ, რომ ასე გაგრძელდეს?

ირონიული კომენტარებიც ბევრი ვნახე – “აბა, ქალმა რომ მკერდი დამანახოს, უნდა დამაჯარიმონ?”. ან ტოლობის ნიშანს როგორ სვამთ ამ ორ საქციელს შორის ან კონტექსტის შეგრძნება როგორ გაქვთ ასე განულებული.

კანონი მათემატიკა არ არის და არც ფორმულები აქვს, ის კონტექსტის გათვალისწინებით იქმნება. არავის არასდროს არავინ რომ არ მოეკლა, არ იარსებებდა კანონში სასჯელი მკვლელობის შესახებ მანამ, სანამ პირველი მკვლელობა არ მოხდებოდა. გინახავთ სადმე მიწისქვეშა გადასასვლელებში ქალები იდგნენ და პატარა ბიჭებს შიშვლები დასდევდნენ? ჰქონია ვინმეს მსგავსი გამოცდილება? და როცა ყველა გოგოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაუტანია ასეთი საშინელი რამ, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხის დარეგულირებაა საჭირო, თუნდაც იმ რისკის ფასად, რომ ეს კანონი ვინმემ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.

წარმოიდგინეთ, არასრულწლოვანი გოგო ზის ტაქსიში და მის წინ მძღოლი მასტურბირებს. ეს არ არის ძალადობა? ამის შედარება შეიძლება ძუძუებამოგდებულ ქალთან? საინტერესოა, თქვენმა დედამ, დამ ან ცოლმა მსგავსი ისტორია რომ მოგიყვეთ რას იზამთ, ამ ამბავს სიცილ-ხარხარში გაატარებთ?! ცოტა ძაან მეეჭვება.

შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცხოვრობდე და არ გქონდეს მოსმენილი ძალიან ბევრი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აედევნა გოგოს ვიღაც კაცი ქუჩაში, როგორ მოკიდა ვიღაცამ საჯდომზე ხელი ავტობუსში, როგორ დახვდა სადარბაზოში, მიწისქვეშა გადასასვლელში ანანისტი. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება – ბევრი მინახავს, ვინც ამ ყველაფრისგან ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო, დღესაც კი ვერ გამოსულა შოკიდან.

KVIRISPALITRA.GE

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*