შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები-რატომ დუმს შსს? -ნასვამი მძღოლი, რომელმაც გოგონას დაარტყა, შსს-ს მაღალჩინოსანია!

loading...

სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, ლევან ჭეიშვილი, სოციალურ ქსელში, ავტოავარიით გარდაცვლილ სტუდენტზე წერს:

“გახსოვთ, 2 კვირის წინ სტატუსი რომ დავწერე დელისთან მომხდარ ავარიაზე? დღეს გავიგე, რომ ეგ ჩემი სტუდენტი გოგონა გარდაცვლილა. 2 კვირა იყო კომაში, ბევრი იბრძოლა, მაგრამ ღვიძლი აღარ იყო ფუნქციონალური, თავის ქალისა და ტვინის სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მრავლობითი მოტეხილობები, შინაგანი სისხლდენა და სხვა.

იმედი მაქვს, გამოძიება სამართლიანად წარიმართება და არ გაითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ნასვამი მძღოლი, როგორც ამბობენ, შსს-ს გავლენიანი მაღალჩინოსანია. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფო ვრცელდება – ზოგი ამბობს, გამოუშვესო (დროებით?), ზოგი კი ამბობს, ისევ დაკავებულიაო. ასეა თუ ისე, როგორც ვიცი, არ დამტყდარა ადგილიდან და ყველანაირად გვერდში უდგას დაზარალებულის ოჯახს.

ამ გოგონას სურათს ვდებ, რადგან ეს არ არის რაღაც სტატისტიკური შემთხვევა უსახელო და უსახო ადამიანის ტრაგედიაზე. ეს რეალური ადამიანია, რომელიც დაიღუპა. მშობლები პარიზში ცხოვრობენ. მამამისი თავს იკლავს, სულ ტირის. გოგონას ცხედარს ან პარიზში გადაასვენებენ, ან შრი ლანკაში.

დღეს ამ გოგონას ჩათვლა უნდა ჰქონოდა ჩემთან. მე კი არა დავუწერე და ცხოვრებაში პირველად დავწერე არა, რომელიც მარტო მეცადინეობაზე დასწრების არყოფნას კი არა, ამქვეყნად არყოფნასაც აღნიშნავდა. არ მინდა ზედმეტი არც პათეტიკა და არც მორალისტობა, მაგრამ იქნებ მძღოლები კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, სანამ მთვრალები დასხდებით საჭესთან, რავი. თქვენს თავს თუ იღუპავთ, სხვებს რაღას ერჩით?! ასევე, ახალგაზრდებიც დაფიქრდით, სანამ მიტოციკლეტზე ბაიკერული შლემის გარეშე დასხდებოდეთ. 
RIP ებბი. YOU’LL BE MISSED…” ALIA.GE

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*