“მოგიკვდი, დედი… ზუსტად ერთი წლის თავზე აგიხდა, დედა, ეს უაზრო ნათქვამი…” – სიტყვები, რომლებიც 16 წლის სოფის 1 წლის შემდეგ აუხდა

loading...

26 მაისს ლაგოდეხში, ექსკურსიისას დაღუპული გოგონას დედა სოციალურ ქსელში სოფის მიერ დაწერილ 1 წლის წინანდელ პოსტს აზიარებს და ამბობს, რომ მას სულელური ნათქვამი აუხდა.

“მოგიკვდი, დედი… ზუსტად ერთი წლის თავზე აგიხდა, დედა, ეს უაზრო ნათქვამი…” – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
სტატუსი, სადაც გოგონა წერს, რომ ის მალე ცოცხალი აღარ იქნება, ზუსტად 2018 წლის 26 მაისსაა დაწერილი.

“მეც მალე მოვკვდები და როცა მიხვდები, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ჩემთან ცრემლებით აღარ მოხვიდე და პატიება არ მთხოვო, როცა ცოცხალი აღარ ვიქნები” – წერდა სოფი ნიკოლეიშვილი 1 წლის წინ.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*