შსს-ს ვაკეში კერძო ბორდელი აღმოუჩენია, სადაც ელიტა დაიარებოდა

loading...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მაია ორჯონიკიძე FACEBOOK – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

“ახლა ერთ ამბავს მოვყვები გვარ-სახელების გარეშე,მაგრამ ნაღდს 

მოკლედ,ამასწინათ ერთი ახლობელი მიყვებოდა- საბჭოთა კავშირის დროს ბაბუა მოსამართლე ჰყოლია:

60-იანი წლების მეორე ნახევარია და შსს-ს აღმოუჩენია კერძო ბორდელი ვაკეში ნუ მოკლედ ეს ბორდელი რეალურად იყო იმდროინდელი სტანდარტებით ერთი კარგად მოწყობილი ვაკის ბინა,რომელშიც პერიოდულად გაცუღლუტებული ცალკეული მინისტრები,მდიდარი “პადპოლნი” ე.წ.ცეხავიკები და მსგავსი საბჭოთა “ელიტა” დაიარებოდა.

ამ გაცუღლუტებულ მაღალჩინოსნებს კი იქ ახვედრებდნენ ძვირადღირებულ კურტიზანკებს,ხალხურად რომ ვთქვათ-ბოზებს,რომლებსაც ერთ ღამეში 100 მანეთსაც (საბჭოთა ადამიანის სტანდარტული ერთი თვის ხელფასი) უხდიდნენ ხოლმე და მეტსაც. ბუნებრივია,ელიტარული პროსტიტუცია ძვირად ფასობდა და გაცუღლუტებული საბჭოთა ნომენკლატურაც არ იშურებდა ფულს ასეთი ქალბატონებისთვის,რომელთა უმრავლესობასაც როგორც მერე გაირკვა-ქმარ-შვილიც და პატიოსანი ოჯახის დედის სახელიც ჰქონია.

ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს ამ ელიტარულ ბორდელს შსს დასცემია და სუტენერიც აუყვანია. დაკითხვაზე სუტენერს ძველმა და გამოცდილმა “კადრებმა” ელიტარული ბოზების მთელი სია ჩამოარაკრაკებინეს,ეს რომ არ ექნა-ბრალი ბევრად უფრო დაუმძიმდებოდა და მანაც გამომძიებელს მხიარული ქალების სრული სია შეუდგინა.

გაიმართა დახურული სასამართლო და ამ ჩვენი ლამაზმანი ბოზების სია,ფულზე რომ მინისტრებთან კოტრიალობდნენ-სწორედ იმ მოსამართლის ხელში აღმოჩნდა,ვინც ჩემი ახლობლის ბაბუა იყო,აწ განსვენებული. მოკლედ ჩაიფარცხა ბუნებრივია ის ამბავი,რადგან ბევრი მაღალჩინოსანი იყო გარეული და პატიოსან საბჭოთა საზოგადოებას,რომელშიც როგორც ვიცით-სექსი საერთოდ არ არსებობდა-ამ ამბით დიდი ჩირქი მოეცხებოდა.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*