დიდი სკანდალი-ოცნების მეხოტბე ჟურალისტი ოცნება იმედიდან გაუშვა-რა ხდება იმედიში რატო უშვებენ ტელევიზიიდან ჟურალისტებს

loading...

ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლები “ნიუპოსტთან” პირად საუბრებში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ არხს უახლოეს პერიოდში ახალი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეყოლება. ამ თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ჟურნალისტი ინგა დადიანი შეცვლის. როგორც დილით ვწერდით, ლეჟავა არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ამიტომ მოსალოდნელია რომ ჟურნალისტმა “იმედი” ხმაურით დატოვოს.


რაც შეეხება TV იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას – “ქრონიკას“ 20:00 საათზე ლევან ჯავახიშვილი სავარაუდოდ ხატია ქვათაძესთან ერტად წაიყვანს, რომელიც „იმედში“ „მაესტროდან“ გადავიდა.

ამასთან „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, არხი შესაძლოა ირაკლი ჩიხლაძესაც დაატოვებინონ, რომელიც „ახალი კვირისა“ და „პირისპირის“ ავტორი და წამყვანია.

მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „იმედში“ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ნიუპოსტი

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*